გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს

17-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.
დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.


პირველადი მოხმარების 9 სახეობის საკვებ პროდუქტებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 375 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.


მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ჩასახლების დღიდან, მერია ყოველ აღდგომას სასურათე პაკეტს გადასცემს. ტრადიცია არც წელს დავარღვიეთ მეტეხის და თელიანის კომპაქტურ ჩასახლებებს ვეწვიეთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


სასურსათო პაკეტები მიიღეს ომის ვეტერანმა შშმ პირებმა და უკიდურესად გაჭირვებულმა მარტოხელა ბენეფიციარებმა.