გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცეს

20-04-2025

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.


გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მაგდა კაპანაძემ, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მაცხოვრებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეული და სამზარეულო ტექნიკა გადასცა.


ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.