"ქართული ოცნება" ზუგდიდში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
17-11-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2013-108 წლების განმავლობაძი ზუგდიდში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების ნუსხას აქვეყნებს:
მნიშვნელოვანი პროექტები ზუგდიდში 2013-2018 წლები
- შეიქმნა 15 საწარმო
- გაფართოვდა 16 საწარმო
- დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 168 პროექტი
- რეაბილიტირდა 41 სკოლა
- უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 43 სკოლის 3805 მოსწავლე
- სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
- აშენდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
- აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
- შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 343-მა პირმა
- დაფინანსდა 32 ხეხილის ბაღის გაშენება
- შეიქმნა 27 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
- აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 4138-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი
- ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში თხილის კვლევა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ადგილობრივ დონეზე.
- პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 27 სოფელში 14500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;
- კოლხური ბზის გაშენების ხელშეწყობისთვის შეიქმნა სასათბურე მეურნეობა სოფელი რუხში
- რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოლიციის 2 შენობას
- განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
- ბინა გადაეცა 867 დევნილ ოჯახს
- სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 388 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ )
- საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 964 დევნილ ოჯახს
- ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსი შენდება
- ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
- შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
- ზუგდიდში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი
- 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
- აშენდა ამბულატორია განმუხურსა და ინგირის თემში
- სრულდება მრავალპროფილიანი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სოფელ რუხში
- განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
- ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 1 163-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 2 853 900 ლარი
- რეაბილიტირდა 95 კმ გზა
- აშენდა და რეაბილიტირდა 77 ხიდი
- განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ზუგდიდსა და ანაკლიაში o აშენდა ანაკლიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა o მიმდინარეობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა
- კეთილმოეწყო ბულვარი ზუგდიდის ცენტრში
- მოეწყო გარე განათების სისტემა - ქალაქ ზუგდიდის ყველა ქუჩა და ჩიხი განათებულია
- ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის ე.წ. ,,ნიკოსეული სასახლე“
- სრული რეაბილიტაცია უტარდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს
- ზუგდიდში მიმდინარეობს
-თეატრის რეაბილიტაცია
-ყინულის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი
- ჭადრაკის სასახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია
- უეფას მე-3 კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა
- მოეწყო რაგბის მოედნები, საფეხბურთო მინი სტადიონები და მოედნები
- რეაბილიტრდა ძალოსნობისა და ძიუდოს დარბაზები
- რეაბილიტირდა ზუგდიდის სპორტკომპლექსი
- ზუგდიდში გაზიფიცირდა 40 898 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
- გაიხსნა იუსტიციის სახლი
- გაიხსნა სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში
- გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში -ორსანტიასა და რუხში
- გაიხსნა ქორწინების დარბაზი
- 66 უსახლკარო ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი
- გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები
- ანაკლიაში აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი
- გაიხსნა რუხის სავაჭრო ცენტრი.