გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ამ სცენაზე იდგა კაცი, საბჭოთა გადმონაშთი, ბრეჟნევის თანაშემწე და ხალხს ეუბნებოდა, რომ ეიფელის კოშკი რუსეთია და კრემლი საფრანგეთი

17-11-2018

სახალხო მოძრაობა – “არა ნაციზმს” ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სინანულის გრძნობა გააჩნდეს, ხელისუფლებაში დაბრუნების გამძაფრებული სურვილი აქვს.


“მათი ამოცანაა ქართველმა ხალხმა იცხოვროს ამნეზიაში, რადგან დაუოკებელი წყურვილია მათი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათ სინანულის განცდა არ აქვთ, სადაც თავმოყვარეობაა არაა, იქ პატივმოყვარეობაა.


აქ, რამდენიმე დღის წინ, იდგა ამ სცენაზე, ამ დარბაზში, გრიგოლ ვაშაზე – საბჭოთა გადმონაშთი, ბრეჟნევის თანაშემწე და ხალხს ეუბნებოდა, რომ ეიფელის კოშკი არის რუსეთი და კრემლი არის საფრანგეთი, სადაც ის გაიზარდა, ხოლო ზურაბიშვილი სადაც გაიზარდა – საფრანგეთში, ის არის საბჭოთა რუსეთი. ასეთია საბჭოთა ჩეკისტის ზრახვები”,-განაცხადა დავით მაღრაძემ.