გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნათია თურნავა აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

22-04-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს.


დელეგაციის წევრებს შორის არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.


ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს თავის თურქ კოლეგასთან, თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ფათიხ კარანთან.


გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებს შეხვდება.


შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე, მონაწილეობას მიიღებს ბრეტონ ვუდსის კომიტეტის კონფერენციაში.


საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა რეგიონულ ფინანსურ კონფერენციაზე, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიმართება. ეკატერინე გალდავა კი მონაწილეობას მიიღებს OEDNE-ს მიერ ორგანიზებულ ვორქშოპში.


საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.