გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზაალ ანჯაფარიძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია

22-04-2025

როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ომის გაგრძელებისთვის, ბრიუსელი კიევს ახალი და უფრო ეფექტური შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება, ხოლო, თავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, ბლოკს 2.5 ტრილიონი ევრო დაუჯდება.


„როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია. ამისათვის კი ახალი და უფრო ეფექტური (მაგ. Taurus რაკეტები) შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კი ბლოკს, სხვადასხვა მონაცემებით 2,5 ტრილიონი ევრო დაუჯდება,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.