გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხაინდრავა “ევროპულ საქართველოს”: უშიშროების დამსმენი მოგყავთ საქართველოში პრეზიდენტად?!

17-11-2018

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან “ევროპულ საქართველოს” მიმართა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად დაჰყვებოდა და დასვა კითხვა, უნდა იყოს თუ არა ის საქართველოს პრეზიდენტი.


“სახარებაზე ხელს დავდებ და გეტყვით, რომ რაც თქვენ “ჰეროკრატიაში” იხილეთ, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ჩადიოდნენ ის მანქურთები. ახლა რასაც ვამბობ… ნებისმიერ, ნებისმიერ ეთერში მთელი საქართველოს წინაშე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს და ვამბობ, რომ ის იყო დამსმენი, რომელიც დაჰყვებოდა სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად. აქ ჭაღარა ხალხი სხედხართ და გემახსოვრებათ ის დრო. მერე უშიშროების კომიტეტს ანგარიშს აბარებდა. მე მინდა მივმართო “ევროპულ საქართველოს”: ეს არის საბჭოთა საქართველო და დამსმენი მოგყავთ ხელისუფლებაში? არ გრცხვენიათ ?”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.