გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვახტანგ ცინცაძემ აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

22-04-2025

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც ქ. ვაშინგტონში შედგა.


შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ამავდროულად, შეხვედრის ფარგლებში განხილვის საგანს წარმოადგენდა გლობალური მაკროეკონომიკური გარემო და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა მდგრადობა საგარეო შოკებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ და შექმნა ადეკვატური ბუფერები სამომავლო შოკების გამკლავებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.