გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს

23-04-2025

2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს,  დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.


გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის 29 კომპანიის ინსპექტირების შედეგად  დარღვევა არ გამოვლენილა.  


აღნიშნულ პერიოდში 88 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის  4 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე  ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.  


საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით,   ჩატარდა 64 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 2931 ნიმუშიდან 2822 დადებითად, ხოლო 109 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.


ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.