გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქვემო ქართლსა და კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

23-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და კახეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის მიმდებარედ, მდინარე ალგეთზე, მოქალაქეები ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას და მოპოვებული ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის 30 კგ თევზი.


უკანონო თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდა მოქალაქე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზეც.


ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.


ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.