გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

23-04-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართა.


მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს.


ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.


მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია ესწრებოდნენ.