გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გოგა ხაინდრავა: რაც თქვენ “ჰეროკრატიაში” იხილეთ, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ჩადიოდნენ ის მანქურთები

17-11-2018

“ყველა ამბავზე, რომელიც “ჰეროკრატიაში” არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.


“მე გადავიღე ფილმი “ჰეროკრატია”. ყველა ამბავზე, რომელიც იქ არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე. სახარებაზე ხელს დავდებ და გეტყვით, რომ ეს იმის ნახევარიც არ არის, რასაც სჩადიოდნენ ის მანქურთები, რაც თქვენ იქ ნახეთ, ნებისმიერ სასამართლოში. ახლავე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს ნებისმიერ ეთერში, თქვენ წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე და ვეუბნები რომ ის იყო დამსმენი, რომელიც დაჰყვებოდა სახელოვნებო კოლექტივებს საბჭოთა კავშირის დროს”, – განაცხადა ხაინდრავამ.