17-11-2018
რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ ქალბატონებს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან დამოუკიდებელი ქალი კანდიდატის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა, ყველა ქალის შეურაცხყოფას ნიშნავდა. მან პირობა დადო, რომ ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება.
“ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ. 25 წლის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ყალიბდებოდა, ყოველთვის ღირსების საკითხი იდგა პირველ რიგში და დღესაც ამიტომ ვდგევართ აქ. ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი რამ, რაც აქამდე იყო, როგორ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს. მინდა, ქალბატონებს ბოდიში მოვუხადო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვუსმენდით უღირსს საქციელს, არაკაცების საქციელს, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ქალბატონ სალომეს და ამით ყველა ჩვენს ქალბატონს. ჩვენ სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიქნებით. მან ქართული სული და ქართული ღირსება სულ თან ატარა. 2008 წელს სააკაშვილმა საქართველოში ტანკები შემოიყვანა, სალომემ კი ის ტანკები, მთელ ქართველ ხალხთან ერთად, გაიყვანა, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი წადილი"-განაცხადა ხაინდრავამ.