გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით მაღრაძე: მათი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს მეხსიერება და იცხოვროს ამნეზიაში

17-11-2018

”მინდა, რომ გისურვოთ გამარჯვება მოძალადეებზე, რომლებმაც თავისი სისასტიკით და სადიზმით, თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრეს” , – ასე მიმართა პოეტმა დავით მაღრაძემ ქუთაისში, სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმის” მორიგ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას.


როგორც პოეტმა აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.


“მინდა, რომ გისურვოთ გამარჯვება მოძალადეებზე, რომლებმაც თავისი სისასტიკით და სადიზმით დაგვამახსოვრეს სამუდამოდ თავი. დღეს შეპყრობილი არიან ერთადერთი სურვილით, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს მეხსიერება. აი, ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა: როგორმე საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა იცხოვროს ამნეზიაში, ეს ცხრა წელი ამოუვარდეს თავისი ბიოგრაფიიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი წყურვილით არიან შეპყრობილი. არა სინანული, არა გულწრფელი განცდა რაიმესი, არა მიტევების და არა პატიების თხოვნა, არამედ ისევ აღვირახსნილი სურვილი! მდაბიოთა დაუოკებელი ვნება, როგორმე პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილონ. საერთოდ, სადაც თავმოყვარეობა არ არის, იქ არის პატივმოყვარეობა. ეს ხალხი ხასიათდება პატივმოყვარეობით, ვინაიდან არანაირ ღირსებას არ ატარებენ და მათ არა აქვთ თავმოყვარეობა”, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.