გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით მაღრაძე გრიგოლ ვაშაძეზე: ასეთია საბჭოთა რუსეთის ჩეკისტის ზრახვები და მის უკან მდგომი უღირსი, უთავმოყვარეო “ნაცმოძრაობა”

17-11-2018

სახალხო მოძრაობა – “არა ნაციზმს” ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას აღნიშნა, ის საბჭოთა რუსეთის გადმონაშთია.


“მათი ამოცანაა, ქართველმა ხალხმა იცხოვროს ამნეზიაში, რადგან დაუოკებელი წყურვილია მათი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათ სინანულის განცდა არ აქვთ. სადაც თავმოყვარეობაა არაა, იქ პატივმოყვარეობაა. აქ, რამდენიმე დღის წინ, იდგა კაცი, ამ სცენაზე, ამ დარბაზში – საბჭოთა გადმონაშთი, ბრეჟნევის თანაშემწე და ხალხს ეუბნებოდა, რომ ეიფელის კოშკი არის რუსეთი და კრემლი, სადაც ის გაიზარდა,არის საფრანგეთი, ხოლო ზურაბიშვილი სადაც გაიზარდა, საფრანგეთში, ის არის საბჭოთა რუსეთი. ასეთია საბჭოთა ჩეკისტის ზრახვები და მის უკან მდგომი უღირსი, უთავმოყვარეო “ნაციონალური მოძრაობა”, -განაცხადა დავით მაღრაძემ.