გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

24-04-2025

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა.


როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.


როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.


როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია.