გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 133.6 ათასი ტონით გაიზარდა

25-04-2025

2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ 620.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 133.6 ათასი ტონით (27.4%) მეტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად ყურძნის, ვაშლის, ატმისა და ვაშლატამას წარმოების გაზრდამ განაპირობა.


2024 წელს ყურძნის წარმოება - 100.8 ათასი ტონით (45.7%), ვაშლის - 26.3 ათასი ტონით (52.2%), ატმის და ვაშლატამას - 10.4 ათასი ტონით (35.4%) გაიზარდა.


ამასთან, საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სხვა მრავალწლოვანი კულტურებშიც, მათ შორის, მნიშვნელოვანი მატებაა თხილის, მსხლის, კენკროვანი ხილისა და სხვა კულტურების წარმოებაში. თხილის წარმოება - 17.1%-ით (6.3 ათასი ტონა), მსხლის - 20.2%-ით (1.9 ათასი ტონა) და კენკროვანი ხილის - 32.8%-ით (1.9 ათასი ტონა) გაიზარდა.