გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

25-04-2025

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.  


წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს. 

 

ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში. 


ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებისთვის, მათი ინტერესების იდენტიფიცირებას და არჩეულ სპეციალობებში პროფესიულ რეალიზებას უზრუნველყოფენ.  


აბიტურიენტებს ვიზიონერში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობაც ეძლევათ, ხოლო უნივერსიტეტში საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში - სწავლის დაფინანსების გარანტია.  


პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერის დაგეგმვის მხრივ ვიზიონერმა 2 პროექტი განახორციელა: კარიერული ორიენტაციის ღონისძიება და HR მენტორინგის პროგრამა “UP – U Pathfinder”. Ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სრული პოტენციალის გამოვლენის მიზნით. 


დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ეწვიონ ვიზიონერის ვებ-გვერდს ან სოციალურ ქსელებს და გაუგზავნონ ფონდს თავიანთი მონაცემები. ვიზიონერი მოუთმენლად ელის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი უნარების რეალიზებისთვის საჭირო მოტივაცია აქვთ.