17-11-2018
პოეტმა დავით მაღრაძემ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მოწოდების სიმაღლეზეა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მოძალადე ხელისუფლებას უკუაგდებს.
“ქართველი ხალხი, 9 წლის მანძილზე, არ დაიღალა თავისუფლებისთვის ბრძოლით და დღესაც ღირსების სიმაღლეზე დგას და ელოდება იმ საბედისწერო არჩევანს, სადაც უკუაგდებს მოძალადეებს და მხარს დაუჭერს თავისუფლებას”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.