გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელ რაიმუნდ იელეს შორის ბუდაპეშტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

26-04-2025

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულებით რაიმუნ იელეს შეხვდნენ.


ბუდაპეშტში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


როგორც მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, FAO-ს მხარდაჭერით საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი ხორციელდება.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, მიწის კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხებს.


რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო FAO-სთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის, სურსათის უვნებლობის განვითარების და სასურსათო სისტემების გარდაქმნის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.


სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია ესწრებოდა.