გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით სონღულაშვილი: ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მტკიცედ იყო დადასტურებული უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში

26-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა.


ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს იშტვან ნაძს და ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.


უნგრეთში ვიზიტის შეჯამების დროს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია ევროინტეგრაციის გზაზე.


„ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მტკიცედ იყო დადასტურებული უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაზიარებული და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოყენებული იყოს მათი გამოცდილება, მათ მიერ განვლილი გზა ევროინტეგრაციისკენ. შეხვედრებზე ხაზგასმული იყო დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალის გამოყენების საკითხები. ჩვენ განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობა. უნგრულმა მხარემ აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია ესწრებოდნენ.