გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარიკა სამანიშვილი: ჩვენ ვუთხარით უარი ძალადობას და ყველაფერ იმ ცუდს, რაც იყო

17-11-2018

“ქართველ ხალხს გვმართებს, რომ გამოვიჩინოთ გონიერება მთელმა საქართველომ და ერთხელ კიდევ ვანდოთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი ბედ-იღბალი” , – ასე მიმართა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ამავე თეატრის წარმომადგენელმა, მარიკა სამანიშვილმა.


მარიკა სამანიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უფრო მეტი სიახლოვე უნდა იყოს.


“ალბათ, გახსოვთ ჩვენი პროტესტი 2012 წელის 27 სექტემბერს, რომ ჩვენ ვუთხარით უარი ძალადობას და ყველაფერ იმ ცუდს, რაც იყო. ასევე, 1 ოქტომბერს გამოვედი და ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება, დავუბრუნოთ ჩვენს მოქალაქეებს ღირსება. ღირსება დავუბრუნოთ ინტელიგენციას, ექიმებს, მასწავლებლებს, მწერლებს, მსახიობებს. დღეს, აუცილებლად გვმართებს ქართველ ხალხს, რომ გამოვიჩინოთ გონიერება მთელმა საქართველომ და ერთხელ კიდევ ვანდოთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი ბედ-იღბალი და მოვთხოვოთ მათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო მანამდე, რომ არ იყოს ასეთ გახლეჩილი საზოგადოება და ხელისუფლება. მარტო არჩევნებზე არ ვიკრიბებოდეთ ჩვენ აქ და ჩვენი სატკივარი მიგვქონდეს ხელისუფლებასთან”, – განაცხადა მარიკა სამანიშვილმა.