17-11-2018
“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელმა, დაჩი ცაგურიამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაიხსენა. როგორც მან განაცხადა, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მისმა თაობამ ყველაფერი შესწირა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას.
“მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ყველაფერი გადადო და ყველაფერი შესწირა იმ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას. მე და ჩემს მეგობრებს ციხეების, საკნების, ძალადობის და აგრესიის მეტი არაფერი გვინახავს. ჩვენ, ჩვენი სისხლით და ხორცით, დავამარცხეთ ის ბოროტება. ქართველმა ხალხმა მოძალადეებს გამოგლიჯა ძალაუფლება. ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძოლებთ. არ უნდა მივცეთ მათ ისევ დაბრუნების საშუალება. აღარ უნდა დაბრუნდნენ ისინი, ვინც ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს სჩადიოდა. ნახევარ საქართველოსთან საპროცესო იყო გაფორმებული. ჩვენ ვიქნებით სალომე ზურაბიშვილის გვერდით”, -განაცხადა დაჩი ცაგურიამ.