გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენ

29-04-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.


ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.


ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

 

ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი  რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.