გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაყვალა გონაშვილი: როდესაც ანა კალანდაძისთვის 90 წლის იუბილე უნდა გადაგვეხადა, განათლების სამინისტროში მოსაწვევები მივიტანეთ, ამ დროს ლომაია იყო მინისტრი და ყველა მოსაწვევი, უკლებლივ, დაგვიბრუნეს, მსურველები ვერ ვნახეთო

29-04-2025

პოეტმა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ცნობილი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული ფაქტი გაიხსენა.


მისი განცხადებით, ალექსანდრე (კახა) ლომაიას მინისტრობის დროს, განათლების სამინისტროში ანა კალანდაძის 90 წლის იუბილეს მოსაწვევები მიიტანეს, თუმცა, ყველა მოსაწვევი უკან დაუბრუნეს იმ მიზეზით, რომ სამინისტროში იუბილეზე დასწრების მსურველები არ იყვნენ. გონაშვილის შეფასებით, ეს შეურაცხყოფის მიყენების მიზნით გაკეთდა, ამ ფონზე კი, როდესაც ანა კალანდაძე გარდაიცვალა, მის საფლავთანაც კი არ მიუშვეს, რომ გამომშვიდობების საშუალება ჰქონოდა.


„როდესაც ჩვენ ანა კალანდაძისთვის 90 წლის იუბილე უნდა გადაგვეხადა, განათლების სამინისტროში მოსაწვევები მივიტანეთ, ამ დროს ლომაია იყო მინისტრი და ვუთხარით, რომ რუსთაველის თეატრში დიდ ქალბატონს ვუხდით იუბილეს. ყველა მოსაწვევი, უკლებლივ, დაგვიბრუნეს, მსურველები ვერ ვნახეთო. ეს იყო შეურაცხყოფისთვის, თორემ, შეეძლოთ ასეთი გულსატკენი ამბავი სულ არ ეთქვათ, მაგრამ, როდესაც ქალბატონი ანა კალანდაძე გარდაიცვალა - ის ჩემი უფროსი მეგობარი და ჩემი სალოცავი ქალბატონი იყო, არ მიგვიშვეს საფლავთან რომ ორი სიტყვით გამოვმშვიდობებოდით.“ - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა