გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გურამ მაჭარაშვილი: მწერალთა კავშირის შენობის შესასვლელში კიბეზე დაგდებული გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი - ეს არის სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის

29-04-2025

ათასი უბედურება, წამება, ადამიანი უფლებების დარღვევა, ქონების ჩამორთმევა და ა.შ. ემსახურებოდა იმას, რომ ქართული იდენტობა გაენადგურებინათ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მწერალთა კავშირში განვითარებული მოვლენების განხილვა მიმდინარეობს.


მაჭარაშვილმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის მიერ მოყოლილ ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც შენობაში მისულს, კიბეზე დაგდებული ღვთისმშობლის ხატი და გალაქტიონის სურათი დახვდა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სიმბოლო.


„იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მიბრძანდით მწერალთა კავშირის შენობაში ღამე, იქ დაგხვდათ შესასვლელში დაგდებული გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი. კიბეზე დაგდებული ღვთისმშობლის ხატი. ჩემი აზრით, ეს, პირდაპირ, არის სამწუხაროდ სიმბოლო იმ რეჟიმის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ასი ათასი მოწამის დღესასწაული გვაქვს საქართველოში, რომელიც სხვათა შორის პირდაპირ შეურაცხყო ერთ-ერთმა „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა თუ ახლანდელმა ლიდერმა, ეს საჯაროა და ამიტომ ვსაუბრობ ამაზე, ზურა გირჩი ჯაფარიძემ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა ამ ასი ათას მოწამეს. ესეც ერთ-ერთი ფაქტია და ეს ჩემი აზრით, არ უნდა გავატაროთ და სიმბოლოა, ვიმეორებ, სადაც არ უნდა შეხვიდე, რა შენობაც, როგორ უკანონოდაც არ უნდა მიიღო, ღვთისმშობლის ხატს რომ დააგდებ და მწერლის ხატს და იქ ადამიანებს ეუბნები, რომ ზედ გადაუარე, ამას აკეთებდნენ მაშინ ჩვენი მტრები და ამაზე ეუბნებოდნენ ქართველებს, რომ ღვთისმშობლის ხატისთვის და მაცხოვრის ხატისთვის გადაევლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკვარში აგდებდნენ, რასაც შეურაცხყოფა მიაყენა სხვათა შორის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ მინდა, რომ საზოგადოებამ კარგად გაათვითცნობიეროს, აი იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს, საბედნიეროდ, ეკლესიებში დადიან, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია არ აქვთ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და რომელ რეჟიმს სურს დღეს დაბრუნება ხელისუფლებაში, რომ აი ასე ქართული იდენტობა მოსპონ, თავიდან ბოლომდე, რაზეც დგას საქართველო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.