29-04-2025
ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები [საქართველოსთვის], მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება, - განაცხადა ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსიმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით: ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება თუმცა ამ მიმართულებით ერთსულოვნება ქვეყნებს შორის არ იყო.
„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, - განაცხადა მარტა კოსიმ.
საქართველოსთვის სანქციები დაწესებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს - ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, - ასევე პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას. ევროკავშირს გარეთ ფინანსური სანქციები დააწესეს გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა.