გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შსს: ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები მონიტორინგს განახორციელებენ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს თანამშრომლები

30-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები მონიტორინგს განახორციელებენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს თანამშრომლები.


შსს მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი.


„მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.


მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.