გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი აბდალაძე: წითელი ჯვარი ხშირად შემოდიოდა გლდანის საპყრობილეში და გაგვაფრთხილეს, ჯიბეში ჩამიგდეს რაღაც, იცოდე, რომ გისმენთ და იქ, რამე რომ არ წამოგცდესო

30-04-2025

„წითელი ჯვარი ხშირად შემოდიოდა გლდანის საპყრობილეში. როდესაც ოთახში შევდიოდით წითელ ჯვართან, გაგვაფრთხილეს, ჯიბეში ჩამიგდეს რაღაც, ეს ის არისო, იცოდეო, რომ გისმინოთო, იქ რამე რომ არ წამოგცდესო“-განაცხადა 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.


„მე რომ შევედი ვუთხარი, თქვენთან საუბარი არ მინდა მეთქი და უნდა გავიდე-თქო. წითელი ჯვრის წარმომადგენელი გოგონა მეუბნებოდა, რომ ყველა პატიმარი ვინც შემოდისო, ყველა გვეუბნება ერთი და იგივე ტექსტსო და რა ხდება ხალხო აგვიხსენით, გვითხარითო.


არავის სურვილი არ ჰქონდა მათთან საუბრის. იცოდნენ, რომ მათთან საუბრის შემდეგ, საშინლად დასჯიდნენ“-განაცხადა აბდალაძემ.