გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფიო ქაცარავა: ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქყვეყანა დემოკრატიის კუთხით

18-11-2018

"საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა გატარებული რეფორმები. ანგარიშის ავტორმა და მომხსენებლმა ულა შმიდტმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა დემოკრატიის კონსოლიდაციისკუთხით, ხოლო საქართველოს მისწრაფება, რომ გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არის მამოძრავებელი ძალა რეფორმების გატარებისთვის"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.


მისივე თქმით, ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაზეც კი უფრო დაბალია. ასევე, ანგარიშში აისახა დემოკრატიის და პრესის თავისუფლების ინდექსების გაუმჯობესებაც.

"მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ნაწილი ეთმობდა საქართველოში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც მრავალფეროვანია და მათი უდიდესი ნაწილი ევროპული ღირებულებების მატარებელია, რაც დემოკრატიის მაღალი ხარისხისერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ნათელია, რომ საქართველო ალიანსის წევრების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სტიმული რომ გავაკეთოთ უფრო მეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით.

ანგარიში, შავი ზღვის რეგიონში ადამანის უფლებების და დემოკრატიის გაძლიერება, მოამზადა გერმანიის დელეგაციის წევრმა, ულა შმიდტმა, რომელიც მიღებულ იქნა ჰალიფაქსში, კანადა"-აცხადებს ქაცარავა.