18-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
ეს განცხადება თალაკვაძემ ახალქალაქში, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა საზოგადოებასთან ახალქალაქში. როგორც იცით სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილმა ძლიან მაღალი შედეგით გაიმარჯვა პირველ ტურში. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო მაღალი შედეგით გაიმარჯვებს სამცხე-ჯავახეთში. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ადგილობრივ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შორის ძალიან ძლიერი კავშირია“-განაცხადა თალაკვაძემ.