გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, როდესაც კონკრკეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ეს არის დაკვეთა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ

1-05-2025

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური პროგრესი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები, სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას.


„მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, წელს 17 იანვარს, რომ სამ თვეში, მას შემდეგ გავიდა უკვე სამი თვე, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა დაახლოებით 3,1-ის მიდამოებში, გავიდა ეს სამი თვე, ცოტა მეტიც და 2,75-ის ფარგლებშია ლარის კურსი, მადლობა ღმერთს. ეკონომიკის 2-პროცენტიანი კლება წლის ჭრილში იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან და პირველ კვარტალში ჩვენ გვაქვს 9,3 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6 პროცენტი და მეტი, ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ამას აქვს რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები, ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე, ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური პროგრესი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს.


„კიდევ ერთხელ მადლობა ეკონომიკურ გუნდს იმ შედეგებისთვის, რომელიც გვაქვს ჩვენ 2025 წლის პირველ კვარტალში, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, მშვიდობის, უსაფრთხოების სტაბილურობის გარეშე, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.