გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი: USAID-ი და NED-ი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ

1-05-2025

ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო რუსი პრანკერების, ვოვანისა და ლექსუსის მახეში გაება.


პრანკერებმა მას 2015-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ ელისეევის სახელით დაურეკეს. რუს პრანკერებს აინტერესებდათ, თუ რა აზრის იყო მასარო აშშ-ში USAID-ის და NED-ის დახურვაზე.


„ეს სამწუხაროა. ბევრს წარმოუდგენია, რომ ეს ბიჭები საკუთარ იდეოლოგიებს საზღვარგარეთ ავრცელებდნენ, რაც აშშ-ის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. საუბარია მემარცხენე ფრთასა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე. ბრალდებების ნაწილი გადაჭარბებული იყო, ხოლო ნაწილი - სიმართლე. სინამდვილეში, ეს სააგენტოები დიდი ხანია რეფორმირებას საჭიროებდნენ. ვფიქრობ, რომ თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით კი უკრაინასა და საქართველოში ეს ძალიან, ძალიან პროდუქტიული პროექტები იყო. სამწუხაროა, რომ ისინი წყალს გააყოლეს. ეს ნამდვილად ცუდია“, - თქვა მასარომ.