გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია უზბეკეთის მიწის მართვის ციფრულ სისტემას გაეცნო

1-05-2025

უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის წევრები უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის დიგიტალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიწის პოლიტიკის მართვის საკითხები, მათ შორის, მიწის საინფორმაციო სისტემების დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესები.


მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, სასოფლო-სამეურნეო მიწების მონაცემების ციფრული მართვის, ასევე, მიწის გამოყენების შესახებ მონაცემების ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხებს.


დელეგაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიწის რესურსების მართვის ელექტრონული პლატფორმების განვითარებაზე, მონაცემთა ბაზების მართვის მექანიზმებსა და ისეთი სისტემების დანერგვაზე, რომლებიც მიწათსარგებლობის ეფექტიან მონიტორინგსა და ანალიზს უზრუნველყოფენ.


სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მიწის რესურსების მონაცემების გაციფრულებას და ეფექტიან მართვას.