გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნინო წილოსანი: მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი, რომ ვიცოდე, ობიექტურები იქნებოდნენ ჩვენ მიმართაც, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია

2-05-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარიზში გამართულ დემონსტრაციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქციის დარბევის კადრებს აქვეყნებს.


მისი თქმით, ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია.


„ერთი ჩვეულებრივი დღე პარიზში...
მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი - რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც. თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია თან მოდით, ნუ შევადარებთ ხელფასების, საპენსიო რეფორმის გაუქმების მოთხოვნით გამოსულ პროფკავშირების აქციას და ხელისუფლების დამხობის მიზნით დაფინანსებულ რადიკალებს
ინფორმაციისთვის - პარიზის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს, პირველი მაისის დემონსტრაციის დროს, საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ადამიანი დააკავეს“- წერს ნინო წილოსანი.