გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურამ მაჭარაშვილი: მინდა მივმართო ევროკავშირის, გერმანიის და ყველა იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც მხარს უჭერს „ნაცმოძრაობას“, რამდენი გაუბედურებული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე, რომ თავი დაანებოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას?

2-05-2025

„საზოგადოება ხედავს იმას, რომ სამწუხაროდ, არ სრულდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ოჯახები პირდაპირ გაანადგურა წინა ხელისუფლებამ,“ - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე“ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები.


სხდომაზე, 20 წლის წინ, მოკლული ახალგაზრდის მამას მიხეილ ართმელაძეს მოუსმინეს.


„მე მინდა მივმართო ევროკავშირის, გერმანიის და ყველა იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ - რამდენი მოკლული შვილის მამა, დედა, რამდენი ოჯახის ცოცხლად დარჩენილი, მაგრამ დაზარალებული ადამიანი, რამდენი ქონება წართმეული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე, რომ თავი დაანებოთ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერას? ეს კითხვა მაქვს, კომისიის და პარლამენტის ჩვეულებრივ წევრს.


მართალია, კითხვაზე პასუხს არ სცემენ, მაგრამ, თქვენი სახელითაც ვკითხოთ ეს ევროკავშირის ელჩს, რომელიც წინასაარჩევნოდ, პირდაპირ, ქადაგებდა „ნაციონალური მოძრაობის “ სასარგებლოდ და დღესაც, სამწუხაროდ, იგივე პოზიციაზეა; გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თურმე, კარგი ოპოზიციაა. დაგვისახელონ დაზარალებულთა ციფრი, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ამ კომისიის ვადები არ ეყოფა ყველა ადამიანის მოსმენას, რათა ამოვწუროთ ეს თემა, რადგან 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და ამ დროის განმავლობაში, ბევრი ცუდის გაკეთება მოასწრეს. მე მგონი, არ იქნება ცუდი გვიპასუხონ კითხვაზე, რამდენია საჭირო იმისთვის, რომ შეეშვან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას?“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.


მან, ასევე, ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციას და რადიკალების მხარდამჭერი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ, თუ რა ხდებოდა რეალურად, რაც, მისი თქმით, გასაგებიცაა, ვინაიდან ამ მედიასაშუალებების დამფუძნებლები, თავად იყვნენ სისასტიკის შემოქმედნი.


„სამწუხარო კიდევ იცით რა არის, ამ უბედურებების მოსმენის შემდეგ, გავალთ აქედან და დამხვდებიან იქ „TV პირველის“ ან „ფორმულას“ ჟურნალისტები და კითხვას ამ საკითხებზე კი არ დასვამენ, არამედ შეგვეკითხებიან რაღაცას სტატისტიკაზე, შეეხებიან ისეთ თემას, რომელიც ახლოსაც კი, ვერ მოვა ამ უბედურებასთან, რაც აქ ისმის.


ელემენტარულ ადამიანობას არ გამოიჩენენ ეს ჟურნალისტები. პირდაპირ ვამბობ, რომ აქედან გასულებს იმას კი არ შეგვეკითხებიან, თუა მართალი და დადგენილი ეს ფაქტები, არამედ შეგვეკითხებიან რაღაცის ფასებს (ხაბეიშვილი გამოუგზავნის კვერცხის ფასებს და იმაზე დასვამენ კითხვებს). მოუსმინონ მათ, ვინც, ჯერ კიდევ, უყურებენ „ფორმულას“ და „TV პირველს“, რა უბედურებები ხდებოდა. როგორ შეიძლება, ერთი კითხვა არ დაგებადოს იმაზე, მართალია თუ არა ასეთი საშინელებები. აქ ჟურნალისტიკაზე და პოლიტიკაზე კი არა, ელემენტარულად, ადამიანობაზეა საუბარი.


ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ხარ ან ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი და ასეთ უბედურებას უსმენ, ზრდილობის გულისთვის მაინც, დასვი კითხვა. მაგრამ არ ექნებათ კითხვა, იმიტომ, რომ მათი დამფუძნებელია ამის შემსრულებელი და მხარდამჭერი. კითხვები არ ექნებათ არც ევროპარლამენტში, სამწუხაროდ; არც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გვიწუნებენ დემოკრატიას; არც ევროკავშირის ელჩს, რომელიც იმ ქვეყნიდანაა [პოლონეთი], რომლის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ აქ, მიხეილ სააკაშვილის გასაპარებლად (ექიმები რომ გამოაგზავნეს და ნაწილ-ნაწილ უნდოდათ „ვივამედიდან“ გაეტანათ სააკაშვილი). რატომ არ აქვთ ამათ კითხვები მიხეილ ართმელაძესთან და იმ ადამიანებთან, ვინც აქ დაუსრულებლად მოდიან?


ეს არის დღეს, დღის წესრიგი და სხვათა შორის, არა მარტო საქართველოსი. თქვენ, ახლა, არა მარტო საქართველოს დღის წესრიგს ქმნით, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგს, სადაც უსამართლობის წინააღმდეგ, ბევრი იბრძვის. საქართველოში კი, ჩვენ შევქმენით ეს პრეცედენტი, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხდეს. თქვენ სამართლიანად უწოდეთ ამ კომისიას, სამართლიანობის აღდგენის კომისია. ოფიციალურად, მას სხვა რამ ჰქვია, მაგრამ რეალურად მას ასე უნდა ერქვას.


სწორედ ამიტომ, კითხვა გვაქვს ევროკავშირის ელჩთან, რამდენი გაუბედურებული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე , რომ თავი დაანებონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.