ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ბესო დანელია: 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, რომელმაც ციხიდან გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო

5-05-2025

დღეს, ჩვენ, თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ბრძოლის შედეგად, ჩვენ მოცილებული გვყავს ეს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს, კვლავ, ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს, ერთ დღეში, 900-მდე ადამიანი დააკავეს და მათგან ერთ-ერთმა, ლევან კოტეტიშვილმა, ციხიდან გამოშვების შემდეგ, ერთ კვირაში, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.


„ისინი - ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები - ეს ადამიანები, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. ყველამ მინდა გაიაზროთ, შეიძლება მაშინ ძალიან პატარები იყავით, ზოგიერთი თქვენგანი ბაღში დადიოდა ან დაბადებული არ იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიდანაც ბევრი ცოცხალი აღარ არის.


900-მდე ადამიანი დააპატიმრეს, ერთ დღეს და უმეტესობა, ახალგაზრდები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, არ ვიცი როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდა კაცს ისე, რომ გამოშვების შემდეგ, ერთ კვირაში, თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში. უამრავი ტრაგედია და უბედურება დაგვმართეს და მინდა, ეს ყველამ კარგად გაიაზროს.“ - აღნიშნა ბესო დანელიამ.