გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კა ჯგუფი: აპრილის თვე ჩვენს ყველა სასტუმროში მოსალოდნელზე კარგი შედეგით დასრულდა

6-05-2025

აპრილში საქართველოს სხვადასხვა სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.  კომპანია “კა ჯგუფის“ დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, აპრილში მოლოდინებმა გადააჭარბა და სასტუმროებში დაგეგმილზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლეს.


„აპრილის თვე ჩვენს ყველა სასტუმროში მოსალოდნელზე კარგი შედეგით დასრულდა.  დასახული ბიუჯეტი რაც იყო გადაჭარბებით შევასრულეთ. დღეის მონაცემით ტურისტული სეზონიც ძალიან კარგად გამოიყურება.  ვფიქრობ, პირველ კვარტალში რა ჩამორჩენაც გვქონდა ის ჩამორჩენა მესამე კვარტლის შემდეგ სრულად დაძლეული იქნება“-აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.


“კა ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებით, სასტუმროებში ვიზიტორთა ზრდა ფიქსირდება როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებიდან.


„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს შემდეგი ტურისტული ბაზრებიდან: ისრაელი, ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. წინა წელთან შედარებით სეზონზე ზრდა გვაქვს იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან“-აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.

კომპანია “კა ჯგუფი“ თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მართავს.