გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სასტუმრო იოტა ჰოტელ-თბილისი: გასულ წელთან შედარებით წლევანდელი აპრილი უკეთესი იყო სასტუმროს დატვირთულობით

6-05-2025

სასტუმრო იოტა ჰოტელ-თბილისის დამფუძნებლის დავით კუპრაშვილის განცხადებით, 2025 წლის აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა სასტუმროში  გაიზარდა. მომატებულია მაისის თვის ჯავშნებიც.


„გასულ წელთან შედარებით წლევანდელი აპრილი უკეთესი იყო სასტუმროს დატვირთულობით. 2025 წლის აპრილში სასტუმროს დატვირთულობა 76 % იყო, შარშანდელ აპრილში კი 64%.  აღსანიშნავია, რომ ჯავშნების მოთხოვნის მაჩვენებელო  მაისის თვეში ზრდას განაგრძობს.  ზაფხულის სეზონზეც უფრო მაღალ დატვირთულობას ველოდებით, რადგან  უკვე გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა, მთლიანობაში პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“-აცხადებს დავით კუპრაშვილი.