გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“

6-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის სიღნაღის, გურჯაანის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებები არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული შ.ჭ., 1969 წელს დაბადებული ვ.ღ. და 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ი.


დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.