გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის მიმდინარეობას გაეცნო

6-05-2025

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულა.


სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი წარუდგინა და სწავლების კონტროლის, ინტენსივობისა და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ირაკლი ჩიქოვანი პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მართვის ცენტრსაც ესტუმრა. მინისტრი ადგილზე დააკვირდა ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს, რომლებიც სიმულაციური სცენარის მიხედვით, კრიზისებისა და საომარი მოქმედებების მართვასა და კონტროლს ახორციელებენ, ასევე, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მოქმედებათა სინქრონიზაციას უზრუნველყოფენ.


თავდაცვის მინისტრი JTEC-ის შტაბის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ ავტოსატრანსპორტო და სიმულაციურ საშუალებებს გაეცნო. აღნიშნული საშუალებები, კონსტრუქციული, საველე და ვირტუალური სიმულაციური საშუალებების გამოყენებით, საწვრთნელი ქვედანაყოფებისთვის ინტეგრირებული რეალური საწვრთნელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.


JTEC-ში ვიზიტის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის აღსრულების მხარდაჭერისთვის JTEC-ის სასაჩუქრე დაფები გადასცეს.