გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებულ რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

6-05-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ - საკადრო ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში,"' „საქრუსენერგოსა" და ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში' განხორციელდა.


„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავა, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში იგი იკავებდა სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრისა და დირექტორის თანამდებობას იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში, მანამდე იყო შპს „ენერგოტრანსის" დირექტორის პირველი მოადგილე. ვანო ზარდიაშვილს აქვს მმართველობითი, კანონშემოქმედებითი და იურიდიული მიმართულებით საქმიანობის დიდი გამოცდილება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იკავებდა გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე.


სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა სს გეს „საქრუსენერგოს" გენერალურ დირექტორად, რომელსაც ასევე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში რეფორმების, მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით. მენაღარიშვილი კომპანიაში 2009 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.


რაც შეეხება სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს,'' მას ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და მართვის პრაქტიკა გააჩნია. ფონდში დანიშვნამდე ვლადიმერ ძნელაძე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.