გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

7-05-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და 188 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ქალაქ გორში გაასაღეს.


ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.