გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქვემო ქართლში, კახეთსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

7-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.


უკანონო თევზჭერისას ელექტროიარაღებს იყენებდნენ მოქალაქეები მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე და სოფელ აზიზქენდის მიმდებარედ, მდინარე ალგეთზე, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მიმდებარედ მდინარე ბაბანეურის ფშაზე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, მდინარე რიონზეც. სოფელ მეორე ქესალოსთან, სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 42 კგ. თევზი. 


ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო  თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.


ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.