8-05-2025
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural” სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის 6,9 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 საგრანტო თანადაფინანსება. საწარმოში, სადაც წელიწადში 3,000 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული გადამუშავდება, მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural” დაათვალიერა.
„ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural” არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარი. აღნიშნულს ის ფაქტი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო ხილისა და ბოსტნეულის პრემიუმ ხარისხის წვენებს აწვდის ისეთ განვითარებულ ბაზრებს, როგორებიცაა იაპონია, ამერიკა, არაბული ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 270 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტი ლარით.