გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შიდა ქართლში 650 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

8-05-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


შიდა ქართლში, სოფლების ახალსოფელი-სამწევრისის ტერიტორიაზე სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 1 კილომეტრიანი  მონაკვეთი იწმინდება.


ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც დაახლოებით 650  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.


საირიგაციო არხი ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების 8 სოფელს (სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, რიეთი, ბეთლემი) ემსახურება.  


სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და მიმდინარე თვის  შუა რიცხვებში დასრულდება.  


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,   წყლით უზრუნველყოფა   12,250 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.