ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

19-11-2018

ახალციხის ციხეზე ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით ღონისძიებას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო.


ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხის ციხეზე 14:00 საათზე დაიწყო. ახალციხელი ახალგაზრდები სტუმრების წინაშე სიმღერებითდა საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ.

 

ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, ასევე ახალციხის, როგორც ეთნიკურად მრავალფეროვან ქალაქზე ისაუბრა.

 

ახალციხის ციხეზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

 

ანა ჩილინგაროვა ეთნიკურად სომეხია, სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ღონისძიებაზე ორი, ქართული და სომხური სიმღერა შეასრულა – „ბედნიერი ვარ ამ დღის გამო, ქართველები ტოლერანტული ხალხია და არასდროს მიგვრძნია ჩემი ეთნიკური წარმომავლობის გამო მათგან უსიამოვნება“.

 

ღონისძიება მოძრაობის თეატრის პერფორმანსით დასრულდა, სადაც ნაჩვენები იყო საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება.

 

ტოლერანტობის კვირეული, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.


sknews.ge