გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა

10-05-2025

ქალაქ თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა და სამუშაო პირობებს გაეცნო.

ოფისში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების განყოფილებები ერთად განთავსდება.


კახეთის რეგიონულ სამმართველოში 65 თანამშრომელია დასაქმებული.


რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი განხორციელებისთვის დეპარტამენტის შესაძლებლობების მაქსიმალური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, თანამშრომლებს ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები და უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა საჭირო აღჭურვილობითა და ტექნიკით. დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ ოფისში, მინისტრთან ერთად, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი იმყოფებოდა.