გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნათია თურნავა რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს

10-05-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკროეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით ყოველწლიურად იმართება.

რეიკიავიკის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები. მათ შორის, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტი ჯონ ვილიამსი, ასევე, ისლანდიის, მონტენეგროს, ჩინეთის, დანიის და ევროკავშირის ქვეყნების სხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.

ორდღიანი შეხვედრის მთავარი სადისკუსიო საკითხებია მაკროეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის გამოწვევები, ასევე, თანამედროვე რეალობაში ცენტრალური ბანკების ცვალებადი როლი.

ეკონომიკური კონფერენციის მიზანი რისკების შემცირება და სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.

სესიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ გამოწვევებზე და გეოპოლიტიკის გავლენაზე საერთაშორისო ვაჭრობაში.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ფინანსური სტაბილურობა და განაკვეთების შემცირების ციკლი“.