გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა გაკონტროლდება

19-11-2018

კასპში პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,,ჰაიდელბერგცემენტის’’ ქარხანა დაათვალიერეს და მოდერნიზაციის პროექტს გაეცნენ.

ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი გულისხმობს მშრალი მეთოდით კლინკერის წარმოებას კლინკერი გამომწვარი საცემენტე ნედლეულია.

პროექტი ფილტრებისა და ემისიების ევროპული სტანდარტის მიხედვით დამინტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც ქარხნის სიახლოვეს მტვრისა და გამონაბოლქვი აირების რაოდენობა გაკონტროლდება.

,,ჰაიდელბერგცემენტის’’ დირექტორის ზაზა სადუნიშვილიოს თქმით, პროექტი დასრულების ეტაპზეა. ორ-სამ დღეში პირველი კლინკერი იქნება გამოშვებული, ერთ თვეში კი, საბოლოოდ მიიღებენ ახალ პროდუქტს.

,,ჰაიდელბერგცემენტის“ საქართველოს გენერალური დირექტორის მიხეილ ჰამპელის თქმით, ქარხნის განვითარების ჯაჭვში ეს პროცესი არის ბოლო ნაბიჯი, რაც დიდ გასაქანს მისცემს შემდგომი 100 წლის განმავლობაში შემდგომ განვითარებას.

,,მოსალოცი ფაქტია, როგორც ქარხნის კოლექტივისათვის, ასევე ქვეყნისათვის და განსაკუთრებით კასპელებისათვის. განვითარების ეს ტალღა რეგიონში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს,’’ - განუცხადა პრემიერ მინისტრს მიხელ ჰამპელმა.


qartli.ge